15:36 / 18-07-2012
საქალაქო სასამართლომ "ქართული ოცნების" წევრებს პატიმრობა შეუფარდა
ამ ვიდეოს სანახავად თქვენ უნდა ჩამოტვირთოთ Flash Player-ის ბოლო ვერსია.
როგორც პროცესის შემდეგ ადვოკატმა ლადო მაჭარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, პროკურორმა სასამართლოზე მყარი არგუმენტები ვერ წარადგინა, თუმცა, მიუხედავად ამისა, მოსამართლემ "ქართული ოცნების" წევრებს პატიმრობა მაინც შეუფარდა. დაცვის მხარემ დაკავებულების გათავისუფლება მოითხოვა, თუმცა ბრალდების მხარემ განაცხადა, რომ კაჭახიძის, ქარდავასა და შეყლაშვილის გათავისუფლება გამოძიებას ხელს შეუშლიდა.
ბრალდებულების ადვოკატები სასამართლო გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებენ.
იხილეთ:
- "ქართული ოცნების" წევრი მერაბ კაჭახიძე და "ეროვნული ფორუმის" წევრები დააკავეს
- შსს "ქართული ოცნების" წევრების დაკავების შესახებ ოპერატიულ მასალას ავრცელებს







































