16:32 / 03-10-2011
2012 წლის ბიუჯეტი 7 მილიარდ 623 მილიონი ლარით არის განსაზღვრული
ამ ვიდეოს სანახავად თქვენ უნდა ჩამოტვირთოთ Flash Player-ის ბოლო ვერსია.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ მელიქიშვილმა კი განმარტა, რომ მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 7 მილიარდ 623 მილიონი ლარით არის განსაზღვრული, რაც 323 მილიონით აღემატება წლევანდელ ბიუჯეტს.
მისივე თქმით, პრიორიტეტი კვლავ არის სოციალური მიმართულებები და სოფლის მეურნეობა. ამას გარდა, ზურაბ მელიქიშვილმა დასძინა, რომ მომავალ წელს ეკონომიკური ზრდა არის 5,5%-ით პროგნოზირებადი და ასევე, პროგნოზირებადია ინფლაციის დაბალი მაჩვენებელი, თუმცა მელიქიშვილს ბიუროს სხდომაზე კონკრეტული ციფრი არ დაუსახელებია.
მისივე თქმით, მთლიანი შიდა პროდუქტი მომავალი წლისთვის 26 მილიარდ დოლარს შეადგენს.






































