13:22 / 19-06-2012
ჩინური კორპორაცია "ბაზისბანკს" ყიდულობს
ამ ვიდეოს სანახავად თქვენ უნდა ჩამოტვირთოთ Flash Player-ის ბოლო ვერსია.
ჩინური "სინძიან ჰუალინგ სამრეწველო-სავაჭრო ჯგუფი" ქართული ბანკის, "ბაზისბანკის" 90%-იანი წილის შესყიდვაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. ცნობას გარიგების შესახებ გავლენიანი ბრიტანული გამოცემა "ფაინენშელ თაიმსი" აქვეყნებს.
როგორც გაზეთი წერს, გარიგება 100 მილიონი დოლარი დაჯდება. წილის გაყიდვაზე მოლაპარაკება ბანკის 12 აქციონერთან მიმდინარეობს, მათ შორისაა, ბანკის 15-პროცენტიანი წილის მფლობელი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი. "ბაზისბანკის" სხვა აქციონერები ფიზიკური პირები არიან.
იხილეთ გადაცემის სრული ჩანაწერი








































