12:58 / 31-05-2012
თბილისში ევროპული ფონდის - EFSE-ის პირველი წლიური შეხვედრა გაიმართა
ამ ვიდეოს სანახავად თქვენ უნდა ჩამოტვირთოთ Flash Player-ის ბოლო ვერსია.
კონფერენციაში მონაწილე 300-ზე მეტმა დელეგატმა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობის გაზრდის შესაძლებლობებზე იმსჯელა. შეხვედრა გახსნეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა, გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა დირკ ნიბელმა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ.
ევროპული ფონდი 2005 წელს დაფუძნდა და მისი დაფუძნებიდან 1,8 მილიარდი ევროს ოდენობის 300 ათასზე მეტი სუბსიდირებული სესხია გაცემული.







































