რედაქტორის რჩევით
არქივის კალენდარი
ვალუტის კურსი
EUR
1
EUR
2.0153
RUB
100
RUB
5.0556
USD
1
USD
1.6511
15:22 / 30-05-2012
მცირე ავტოსახელოსნოებისთვის ფიქსირებული გადასახადი განისაზღვრა
ამ ვიდეოს სანახავად თქვენ უნდა ჩამოტვირთოთ Flash Player-ის ბოლო ვერსია.
შემოსავლების სამსახურმა ფიქსირებული გადასახადის ოდენობა მცირე ავტოსახელოსნოებისთვისაც განსაზღვრა. როგორც შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის უფროსმა ვასილ გედევანიშვილმა ფინანსთა სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, დასაბეგრი საქმიანობის სახეს წარმოადგენს ავტომობილების ტექნიკური მომსახურება, რემონტი და აღნიშნული მომსახურებისთვის განკუთვნილ ფართზე გაწეული სხვა მომსახურება.

მისი თქმით, გადასახადის განაკვეთი ერთი ავტომობილის მომსახურებისთვის განკუთვნილ სამუშაო ადგილზე 100 ლარია, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ცალსახად ვერ დგინდება, რამდენი ავტომობილის მომსახურებისთვისაა განკუთვნილი სამუშაო ადგილი, ყოველ 40 კვ.მ. ფართზე გადასახადი 100 ლარით განისაზღვრა.

გედევანიშვილის განცხადებით, ფიქსირებული გადასახადით ისარგებლებენ ის მცირე მეწარმეები, რომლებიც ეწევიან არა იურიდიულ, არამედ ფიზიკური პირის მომსახურებას და არ არიან დღგ-ს გადამხდელები.

ამასთან, ფიქსირებულ გადასახადზე გადასვლა ნებაყოფლობითია და თავად მეწარმეს აქვს არჩევანის საშუალება, გადასახადის განაკვეთის ოდენობა კი კონკრეტული სფეროების მიხედვით ეტაპობრივად დადგინდება.

გედევანიშვილის ცნობით, ფიქსირებული გადასახადი 3 თვის წინ ამოქმედდა და 50 ლარით განისაზღვრა გადასახადის განაკვეთი თონეებისა და სალონებისთვის. გადასახადის ალტერნატიული ფორმა საქართველოს ყველა რეგიონში მოქმედებს და უკვე 1 093 სერთიფიკატია გაცემული.

კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
სხვა სიახლეები
საქართველოში PayPal-ის საგადამხდელო სისტემა ამოქმედდა
საქართველოში PayPal-ის საგადამხდელო სისტემა ამოქმედდა.
პატარკაციშვილის მემკვიდრეებმა "ბორჯომის" საკონტროლო პაკეტი რუსულ "ალფა-გრუპს" მიჰყიდეს
პატარკაციშვილის მემკვიდრეებმა "ბორჯომის" საკონტროლო პაკეტი რუსულ "ალფა-გრუპს" მიჰყიდეს.
კონკურენციის სააგენტო მონოპოლიების დაშლაზე იმუშავებს - გიორგი კვირიკაშვილი
კონკურენციის სააგენტო მონოპოლიების დაშლაზე იმუშავებს - გიორგი კვირიკაშვილი.
დავით კირვალიძემ სამინისტროს ორთვიანი მუშაობის შედეგები შეაჯამა
დავით კირვალიძემ სამინისტროს ორთვიანი მუშაობის შედეგები შეაჯამა.
მთავრობა ტარიფების საკითხთან დაკავშირებით არასწორი მიმართულებით მიდის - ლადო პაპავა
მთავრობა ტარიფების საკითხთან დაკავშირებით არასწორი მიმართულებით მიდის - ლადო პაპავა.
ნავთობისა და გაზის კორპორაციას დავით თვალაბეიშვილი უხელმძღვანელებს
ნავთობისა და გაზის კორპორაციას დავით თვალაბეიშვილი უხელმძღვანელებს.
დღესვე შეიძლება დენის ტარიფის კლება, თუ კომპანიებთან მივაღწევთ შეთანხმებას - გია ხუხაშვილი
დღესვე შეიძლება დენის ტარიფის კლება, თუ კომპანიებთან მივაღწევთ შეთანხმებას - გია ხუხაშვილი.
ტარიფების დაწევაზე კომპანიებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს - კახა კალაძე
ტარიფების დაწევაზე კომპანიებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს - კახა კალაძე
გიორგი ქადაგიძე საპარლამენტო უმრავლესობას ეროვნულ ბანკზე ზეწოლაში ადანაშაულებს
გიორგი ქადაგიძე საპარლამენტო უმრავლესობას ეროვნულ ბანკზე ზეწოლაში ადანაშაულებს.
კომპანია Geocell-ის მთავარ მენეჯერ ოსმან თურანს ფასი ქოისთინენი ჩაანაცვლებს
კომპანია Geocell-ის მთავარ მენეჯერ ოსმან თურანს ფასი ქოისთინენი ჩაანაცვლებს.