14:25 / 28-05-2012
საქართველომ საერთაშორისო სავაჭრო პალატის რეგიონალურ კონფერენციას უმასპინძლა
ამ ვიდეოს სანახავად თქვენ უნდა ჩამოტვირთოთ Flash Player-ის ბოლო ვერსია.
ღონისძიება სასტუმრო "რედისონში" ჩატარდა და მას ათი ქვეყნის სავაჭრო პალატის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიებისთვის საქართველოში ჩამოვიდნენ ავსტრიის, ბაჰრეინის, ეგვიპტის, ირანის, იორდანიის, ლიბიის, პაკისტანის, ყატარის, საუდის არაბეთის, სირიის, არაბთა გაერთიანებული საემიროების ეროვნული კომიტეტების თავმჯდომარეები და გენერალური მდივნები, ასევე, საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) სათაო ოფისის მაღალი რანგის აღმასრულებლები პარიზიდან და ლონდონიდან.
კონფერენცია მისასალმებელი სიტყვით გახსნა ICC-Georgia -ს თავმჯდომარემ ფადი ასლიმ. კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით საქართველოს პრემიერმაც მიმართა.
გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმები დუბაის, შარჯასა და ბაჰრეინის სავაჭრო-სამრეწველო პალატების წარმომადგენლებთან. დოკუმენტებს ქართული მხრიდან ხელი მოაწერა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა, კახა ბაინდურაშვილმა.








































